თვითმფრინავის ჩამოგდება

აშშ-ის დაზვერვა: არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოინგი სეპარატისტებმა ჩამოაგდეს

gdb.voanews.com/

აშშ-ის დაზვერვამ დეტალური პრეზენტაცია გააკეთა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ბოინგი 777 პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს.

დაზვერვამ ფოტოების, სოციალურ მედიაში გავრცელებული მასალისა და ხმოვანი ჩანაწერის ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ უდიდესი ალბათობით, რაკეტა, რომელმაც 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ისროლეს.

ჯერჯერობით აშშ-ის დაზვერვის სამსახური რუსეთის პირდაპირ ჩარევაზე არაფერს ამბობს და უახლოეს დღეებში დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებს.

”არსებობს სერიოზული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ SA-11 აღმოსავლეთ უკრაინიდან ისროლეს და ამის პირობები რუსეთმა შექმნა”, - განაცხადა აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები