თბილისის ზოოპარკი

ნარმანიას შტაბი: ზოოპარკის გადატანის იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს

თბილისის ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით არჩეული მერის დავით ნარმანიას შტაბი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და მედია საშუალებებში ვრცელდება თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ვაცხადებთ, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, გამოცხადდება ღია კონკურსი, რის შემდეგაც გამოვლინდება საუკეთესო პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მისი განხორციელება. კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაიტერესებულ საზოგადოებას მერის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მიეწოდება", - წერია განცხადებაში.

კომენტარები