ოჯახური ძალადობა

შსს: 2007-2014 წლებში (იანვარ-ივნისი) დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის 1102 ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახური ძალადობის შესახებ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ცნობით, სულ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში დაფიქსირდა 1102 ძალადობის ფაქტი, მათში მონაწილე 2223 პირით.

მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.

ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 9%.

2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 - ქალი.

დაზარელებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი - 96, ქალი - 372.

კომენტარები