მადრიდის რეალი

ხამეს როდრიგესმა მადრიდის რეალთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

dailymail.co.uk

მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაადასტურა ხამეს როდრიგესის ტრანსფერი. სამეფო კლუბმა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სანაცვლოდ, მონაკოს 60 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

კოლუმბიელმა კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და სანტიაგო ბერნაბეუზე გულშემატკივრებს შეხვდა.

რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა როდრიგესის ტრანსფერით კმაყოფილება გამოთქვა და ფეხბურთელი კლუბის ლეგენდას, ალფრედო დი სტეფანოს შეადარა.

კომენტარები