ჰოლივუდის მაღალანაზღაურებადი მსახიობები

Forbes: რობერტ დაუნი ჯუნიორი ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობია

sodahead.com

რობერტ დაუნი ჯუნიორი ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობია. ამერიკელი მსახიობი ზედიზედ მეორე წელია, Forbes-ის სიას სათავეში უდგას.

2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე დაუნი ჯუნიორმა ფილმებიდან 75 მილიონი დოლარი მიიღო. მსახიობმა ტონი სტარკის როლის შესრულებისთვის ნამუშევარში ”რკინის კაცი 3” 50 დოლარი გამოიმუშავა, დანარჩენი თანხა ”შურისმაძიებლების” სხვადასხვა სახით გაყიდვების ბონუსებიდან და ”შეფმზარეულში” შესრულებული კამეოდან მიიღო.

ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი მამაკაცების სიის მეორე ადგილზე ყოფილი რესტლერი დუენ ჯონსონია, მისმა კინოდან შემოსავალმა 52 მილიონი შეადგინა. Forbes-ის სიის მესამე ადგილზე ბრედლი კუპერია 46 მილიონი დოლარით.

ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობების ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. რობერ დაუნი ჯუნიორი 75 მილიონი დოლარი
  2. დუენ ჯონსონი 52 მილიონი დოლარი
  3. ბრედლი კუპერი 46 მილიონი დოლარი
  4. ლეონარდო დი კაპრიო 39 მილიონი დოლარი
  5. კრის ჰემსუორთი 37 მილიონი დოლარი
  6. ლიამ ნისონი 36 მილიონი დოლარი
  7. ბენ აფლეკი 35 მილიონი დოლარი
  8. კრისტიან ბეილი 35 მილიონი დოლარი
  9. უილ სმიტი 32 მილიონი დოლარი
  10. მარკ უოლბერგი 32 მილიონი დოლარი

 

კომენტარები