საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ეს ხე 40 სახეობის ხილს ერთდროულად მოისხამს

40 1-ში: ყველა სახის კურკოვანი ხილი ერთ ხეზე - Photoshop-ით მოდელირებული
40fruittree

ატამი, ვაშლი, ქლიავი, გარგარი, ბალი - ეს იმ კურკოვანი ხილის მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც სირაკუზის უნივერსიტეტის ხელოვნების პროფესორის სემ ვან აკენის  მიერ გამოყვანილი სპეციალური ჯიშის "40 ხილის ხე" ერთდროულად მოისხამს.

წლის უმეტეს ნაწილში არაფრით გამორჩეული ხე, გაზაფხულზე იწყებს აყვავებას და შემოდგომაზე, როდესაც ნაყოფის გამოსხმის დრო დგება, თავის უნიკალურობას სრულად მაშინ წარმოაჩენს. მცენარე ყვავილობისას უმეტესად ვარდიფერ, იისფერ და თეთრ შეფერილობას იღებს.

"40 ხილის ხის" გამოსაყვანად ვან აკენი უმეტესად დამყნობის მეთოდს იყენებს და მისივე განცხადებით მაქსიმალურად ერიდებოდა გენური ინჟინერიის გამოყენებას. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ - ნებისმიერი ხილი, რომელსაც ეს ხე ისხამს ჯამრთელობისთვის სასარგებლოა და არაფრით განსხვავდება იმ ხილისგან, რომელსაც სხვადასხვა მცენარე ინდივიდუალურად ისხამს. ეს უბრალოდ კომბინაციაა 40 ხისა ერთში.

მსგავსი პროექტით ვან აკენი პირველად 2008 წელს დაინტერესდა, როდესაც თავისი გამოფენისთვის, რამდენიმე უცნაური მცენარის გამოყვანა გადაწყვიტა და ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის დამყნობა განიზრახა. მოგვიანებით მისი ყურადღება ნიუ-ორკის შტატის სოფლის მეორნეობის ექსპერიმენტულმა ცენტრმა მიიპყრო, სადაც მან 250-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის მცენარეზე დაიწყო მუშაობა. განსაკუთრენით საინტერესო მისთვის ადგილობრივი ხილის სახეობები აღმოჩნდა, რომელსაც უკვე აღარავინ აშენებს და მხოლოდ სამოზეუმო, ან საექსპერიმენტო ექსპონანტებს თუ წარმოადგენენ. პროფესორმა განიზრახა, რომ თავს მცენარეში, როგორღაც ახალის და ძველის შერწყმა მოეხდინა და ამით ხელი შეეწყო აწ უკვე გამქრალი სახეობების პოპულარიზაციისთვის.

მცენარეები დარგვის შემდეგაც დიდ ყურადღებას საჭიროებენ და მისი გამომგონებელი მათ ყოველწლიურად დაახლოებით  ორჯერ სტუმრობს, რათა შეამოწმოს თუ რამდენად ემთხვევა გეგმას რეალური პროცესი. აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ხე იყვავილებს და პირველ ნაყოფს გამოიღებს, უკვე გათვლილია თუ, რომელ ტოტზე, რომელი მცენარე იქნება წარმოდგენილი. ამისთვის ვან აკენი ფერებით კოდირების მეთოდს იყენებს და ინდივიდუალური მცენარისთვის კონკრეტული გრაფიკული ნახაზი აქვს შედგენილი.

დღეისათვის, 6 წლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ მცენარემ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია და  ვან აკენი TedTalk-ზეც მიიწვიეს სასაუბროდ.

ამ ეტაპზე ამერიკის მასშტაბით 16 "40 ხილის ხე" არის დარგული, მათგან რამდენიმემ უკვე ნაყოფი გამოიღო. მომავლისთვის მსგავსი ტიპის მცენარეების პლანტაციის გაშენებაც იგეგმება, რომელიც ამერიკისთვის მთავარი ხილის მიმწოდებელიც კი შეიძლება გახდეს.

კომენტარები