ღარიბაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია იმედთან

ღარიბაშვილი: მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან შენიშვნები მაქვს

Reuters

მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა, მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მას მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებით შენიშვნები აქვს, თუმცა მათ დროს მისცემს, რათა თავი გამოიჩინონ და მაქსიმალურად დაიხარჯონ.

"მე დაკვირვების რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას ყველა მინისტრის და მათ შორის იმ მინისტრების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ მაქვს გარკვეული შენიშვნები. მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა, მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჯერ არაფერს ვგეგმავ. შეიძლება ცვლილება საერთოდაც არ მოხდეს. ეს მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები