საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად 5 037 კვ.მ მიწა გადასცა

0 კომენტარი

საქართველოს მთავრობის #1320 განკარგულებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში 5 037 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაეცა. შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

"1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში", - წერია განკარგულებაში.

განკარგულების დანართის მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა:

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში მდებარე 2574 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

ქ.ქუთაისში, ვაჟა ფშაველას ქუჩა #13-ში მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

ქ. თბილისში, თემქის დასახლებაში, XI მიკრო/რაიონში, I კვარტალში (ნაკვეთი 14/023) მდებარე 1863 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

განკარგულების მიხედვით, მისი შესრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები