სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენი: იმედია, პარლამენტი ჩემი რეკომენდაციების დიდ ნაწილს გაიზიარებს

0 კომენტარი
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მისი რეკომენდაციების დიდ ნაწილს გაიზიარებს და დადგენილებაშიც ასახავს. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი ომბუდსმენის 2013 წლის ანგარიშს დღეს განიხილავს.

"დღეს ვისაუბრებთ დადგენილების პროექტზე, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი რეკომენდაციებიდან. იმედი მაქვს, მათ დიდ ნაწილს პარლამენტი გაიზიარებს და ეს აისახება დადგენილებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაცია. გამოვყოფ თუნდაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელიც არასათანადო ფაქტების გამოძიებას ეხება. ასევე ჩვენი მანდატის გაზრდას, ფოტო და ვიდეოგადაღების კუთხით. არის საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებას ველოდები პარლამენტისგან", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ჟურნლისტებთან საუბარში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები