სამომხმარებლო ბაზარი

4 საბურავი 3-ის ფასად - კომპანიები, რომლებიც SMS სპამს გზავნიან

CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევა SMS რეკლამებთან დაკავშირებით
ფოტო: Transparency International Georgia
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ SMS რეკლამების ბაზრის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციის მტკიცებით, SMS რეკლამების გაგზავნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევს. 

აღნიშნული კანონის მე-5 და მე-8 მუხლების მიხედვით, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია შეატყობინოს მომხმარებელს, რომ მას აქვს უფლება უარი თქვას შეტყობინებების მიღებაზე, რასაც კომპანიები, როგორც წესი, არ აკეთებენ, - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევაში. 

კვლევის პირველად მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაცია იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე უგზავნიან SMS რეკლამებს, გარდა იმ კომპანიებისა, რომლებმაც SMS-ების დაგზავნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მომხმარებელმა მათთან ქულების დაგროვების ბარათი აიღო. 

  • Alltours
  • Alta
  • Amboli
  • Aray Tomorrow
  • Baldi
  • Bosch
  • Carrefour
  • Chic Bebe
  • City Club 
  • Club 71 
  • Elit Electronics
  • GASA
  • HInterior
  • KSB Bank
  • Lotus
  • MEDI
  • Megaline
  • MNapoleone
  • Nissan 
  • OK 
  • RAK Ceramics 
  • Safilo 
  • Salamander 
  • Samsung
  • Smiley
  • Techno Boom 
  • TK - Batumi
  • ტურისტული სააგენტო საქართველო 
  • Vivasun

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ესაუბრა GeoSMS-ს და Paradox Georgia-ს - კომპანიებს, რომლებიც მობილური რეკლამების დაგზავნით არიან დაკავებულნი. კომპანიებმა არ დააზუსტეს, თუ რა გზით მოხდა მათ ხელთ არსებული მონაცემების მოპოვება. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, კანონმდებლობა მათ არ ავალდებულებს წყაროს გამხელას და ათობით ათასი SMS-ის მომხმარებლების წინასწარი ნებართვის გარეშე დაგზავნა კანონს არ ეწინააღმდეგება.

კომენტარები