ვენეციის 71-ე კინოფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილე ფილმები გაირკვა

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, პიტერ ბოგდანოვიჩი, როი ანდერსონი და ენდრიუ ნიკოლი ვენეციის 71-ე კინოფესტივალზე საკუთარ ახალ ფილმებს ჩაიტანენ.

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა შეივსო. ინიარიტუს ნამუშევართან, ”ადამიანი ჩიტი”, ერთად გამარჯვებისთვის დევიდ გორდონ გრინის ფილმი ”მანგლეჰორნი”, აბელ ფერარას ”პაზოლინი”, ანდრეი კონჩალოვსკის ”ფოსტალიონის თეთრი ღამეები” და კიდევ 20-მდე ფილმი იბრძოლებს.

ოქროს მოპოვების შანსი არ აქვს პიტერ ბოგდანოვიჩს, რომლის ფილმსაც არასაკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ.

ვენეციის კინოფესტივალი 27 აგვისტოს დაიწყება და 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. წელს ჟიურის თავმჯდომარე ექვსგზის ოსკარის ნომინანტი კომპოზიტორი ალექსანდრ დესპლაა.

ვენეციის 71-ე კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამის ფილმების სია ასე გამოიყურება:

ბენუა ჟაკო - Three Hearts

ქსავიე ბოვუა - Le Rancon De Glory

ალიქს დელაპორტე - Le dernier coup de marteau

დავიდ ოელჰოფენი - Loin des hommes

ენდიუ ნიკოლი - The Good Kill

რამინ ბახრანი - 99 Homes

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ - Birdman

დევიდ გორდონ გრინი - Manglehorn

აბელ ფერარა - Pasolini

მარიო მარტონე - Il giovane favoloso

ფრანჩესკო მუნცი - Anime nere

სავერიო კოსტანცო - Hungry Hearts

ფატიჰ აკინი - The Cut

როი ანდერსონი - A Pigeon Sat On A Branch Reflecting On Existence

ჯოშუა ოპენჰაიმერი -  The Look Of Silence

ანდრეი კონჩალოვსკი - The Postman's White Nights

შინია ცუკამოტო - Fires On The Plain

რაშხან ბანი ეტემადი - Tales

კაან მუდეცი - Silvas

კომენტარები