ღაზის სექტორი

ნეთანიაჰუ: ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად

0 კომენტარი

ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობენ. ამის შესახებ ბინიამინ ნეთანიაჰუმ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად. მაგრამ თავდამსხმელებს დაუსჯელობის იმუნიტეტს ვერ მივანიჭებთ. ყოველი მსხვერპლი ჰამასის პასუხისმგებლობაა. ისინი ცოცხალ ფარს იყენებენ, რაც დაუშვებელია და არანაკლებ გროტესკულია ის, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ისრაელი დაგმო. ეს არის პაროდია მართლმსაჯულებაზე, სიმართლესა და საღ აზრზე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფილიპ ჰემონდის თქმით კი, "ბრიტანეთის პოზიცია ძალიან ნათელია. ძალადობის პროვიცირებაზე ჰამასია პასუხისმგებელი, რომელმაც ისრაელის ქალაქებს ასეულობით რაკეტა ესროლა. ნათელია, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. მაგრამ ძალიან გვაშფოთებს დიდი ოდენობით მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. გვსურს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული".

ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ. პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ლიდერმა ჰალედ მეშალმა კი განაცხადა, რომ  ისრაელის მისამართით ცეცხლს არ შეწყვეტს მანამ, სანამ ისრაელი ღაზის სექტორის ბლოკადას არ შეწყვეტს. საკუთარი პირობის შესრულებამდე ჰამასი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.

ამ დროისთვის, საომარი მოქმედებებისას სულ ცოტა 710 პალესტინელი და 35 ისრაელის მოქალაქეა დაღუპული. ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზი ჰამასის მხრიდან სარაკეტო თავდასხმები გახდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები