სამთავრობო ცვლილებები

მთავრობის ახალ შემადგენლობაზე საპარლამენტო კომიტეტები დღეს იმსჯელებენ

მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მსჯელობას პარლამენტის კომიტეტები დღეიდან დაიწყებს. 

პარლამენტში კომიტეტის სხდომები 10:00 საათიდან გაიმართება, რომელსაც მინისტრობის კანდიდატები და მოქმედი მინისტრებიც დაესწრებიან.

როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში კომიტეტების გაერთიანებული სხდომები ჩატარდება, რომელსაც ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი დაესწრება. გაიმართება შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთანაც.

მინისტრებთან ერთად სხდომებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.

კომენტარები