თვითმფრინავის ჩამოგდება

პეტრიაშვილი: ბოინგ 777-ის ჩამოგდება 11 სექტემბრის ტერაქტის ტოლფასია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა უკრაიანაში ბოინგ 777-ის ჩამოგდების ფაქტი ამერიკაში მომხდარ 11 სექტემბრის ტერაქტს შეადარა. ამის შესახებ პეტრიაშვილმა პარლამენტში, საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

"უკრაინაში ბოინგ 777-ის ჩამოგდება 11 სექტემბრის ტერაქტის ტოლფასია. დასავლეთს აქვს რეალურად შესაძლებლობა, მოახდინოს დემონსტრირება, რომ ძალუძს ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მისი მოქალაქეების ტერორისტული ქმედებით მოკვდინებაზე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 

მჯისივე თქმით, გასულ წლებში საქართველოს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა NATO-ში გაწევრიანების, თუმცა დღეს ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება.

კომენტარები