სამთავრობო ცვლილებები

პრემიერი: ყველა საქმეს, რომელიც პროკურატურაშია დაწყებული, ბოლომდე მივიყვანთ

„ჩვენ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება დავიწყეთ. ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ და ყველა იმ კითხვას, რომელიც წლების განმავლობაში მთავრობის მიმართ არსებობდა, პასუხი აუცილებლად გაეცემა“, - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე.

ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა იმ უსამართლობას გაეცემა პასუხი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ქვეყანაში იყო დამკვიდრებული. პრემიერის აზრით, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

„მე, როგორც პრემიერმინისტრი, გპირდებით, რომ ამ უღირს მოქმედებას ნამდვილად არავის ვაპატიებ. გპირდებით, რომ ყველა იმ საქმეს, რომელიც პროკურატურაშია დაწყებული, ბოლომდე მივიყვანთ“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები