პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს

პრემიერის პარლამენტში მისვლამდე საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მოუსმინეს. განხილვები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობდა. საკუთარი პროგრამები შინაგან საქმეთა, თავდაცვის, დევნილთა და განსახლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, ასევე განათლების მინისტრობის კანდიდატებმა წარადგინეს.

მათ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც სხდომაზე განიხილეს, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხი იყო. დეპუტატები გალის მოსახლეობის პრობლემებით და აფზახური პასპორტების საკითხით დაინტერესდნენ.

კომენტარები