სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: ვიმუშავებთ, რათა ნაკისრი ვალდებულებები დროულად შევასრულოთ

ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili Official

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას. ჩვენი მთავრობა იქნება მოტივირებული, რათა 24 საათის რეჟიმში ვიმუშაოთ და ყველა ნაკისრი ვალდებულება შევასრულოთ დროულად, - ამბობს პრემიერმინისტრი. 

ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მას შემდეგ გადაუხადა მადლობა, რაც 89 მომხრით არცერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა

"საკმაოდ საინტერესო ორდღიანი პროცესი იყო, ოპოზიციას წაკითხულიც კი არ ჰქონდა სამთავრობო პროგრამა და ისინი მთელი ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ მოსახლეობა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობამ მთავრობას მხარი არ დაუჭირა და სხდომათა დარბაზი კენჭისყრამდე დატოვა

კომენტარები