ქართული ფეხბურთი

თბილისი დინამოს U-19 გუნდმა რურის თასი მოიპოვა

თბილისის დინამოს U-19 გუნდი რურის თასით
RUHR-Cup International

თბილისის დინამოს 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრის, რურის თასის ფინალში სტამბულის გალათასარაი დაამარცხა.

მატჩის სათამაშო დროის ანგარიშით 1:1 დასრულების შემდეგ, კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა მეტოქეს პენალტების სერიაში 3:2 სძლიეს და პრესტიჟულ ტურნირში გამარჯვება იზეიმეს.

დინამოსა და გალათასარაის გარდა, რურის თასზე დორტმუნდის ბორუსიის, ბენფიკას, ოლიმპიაკოსის, ვოლსბურგის, ვესტ ჰემის, მაქაბის, შალკესა და მიუნხენგლადბახის ბორუსიის ახალგაზრდა ფეხბურთელები ასპარეზობდნენ.

კომენტარები