რუსეთის შეიარაღებული ძალები

რუსეთის საზღვაო შეიარაღებას სამი ბირთვული წყალქვეშა ნავი დაემატა

სევერომოსკი
ვლადიმერ ლარიონოვი / ITAR-TASS

რუსეთში, სევერომორსკში, ქვეყნის მოწინავე ბირთვული წყალქვეშა ნავების მწარმოებელი სევმაში (Северное Машиностроительное Предприятие) თეთრი ზღვის პორტში სამ ახალ წყალქვეშა ნავს ჩაუშვებს. 

კნიაზ ოლეგი, კრასნოიარსკი და ხაბაროვსკი იმ წყალქვეშა ნავების სახელებია, რომელიც რუსეთის საზღვაო ფლოტს დაემატება. ნავების ჩაშვების შესახებ სევმაშის გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ ბუდნიჩენკომ კვირას, 27 ივლისს პრეზიდენტ პუტინს პირადად მოახსენა - იტყობინება საინფორმაცო სააგენტო ITAR-TASS.  

მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით პუტინი სევერომორსკში პირადად იმყოფება.

კომენტარები