ბუნებრივი სტიქია

ვანში წყალდიდობის შედეგად საირმე-უდაბნოს გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საირმის გზა
თომას ბერშაიდი / georgisch.com

ადიდებულმა კვინისწყალმა სოფლების - ინაშაურისა და საპრასიას დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, მოვარდნილმა წყალმა დააზარალა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი საირმე-უდაბნოს გზა ნაწილობრივ გაწმენდილია, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

სამინისტროს თქმით, გაწმენდითი სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე ხვალ, 28 ივლისს დასრულდება. სამუშოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კურირებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ასევე, სტიიქიით დაზარალებულ ვანის მუნიციპალიტეტში მუშაობენ. 

ვანის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი, თენგიზ თოფურიძე, სამმართველოს თანამშრომლები. 

კომენტარები