ენერგეტიკა

ენერგეტიკის სამინისტრო: საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება

თბილისი
ანნა რამაზაშვილი

ამ ეტაპზე თბილისს და მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება -სისტემა მთელი დატვირთვით მუშაობს - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. 

განცხადებაში ასევე დეტალურად არის აღწერილი დაზიანების მასშტაბები. 

ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და 220 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი კოლხიდა-2. დაზიანებულია ხაზი „პალიასტომი-1“ - წერია სამინისტროს განცხადებაში. მათივე ცნობით ადილზე გასულია საქრუსენერგოს და საქართველოს ელექტრო სისტემის ბრიგადები. 

შეგახსენებთ, რომ ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო საქართველოს მასშტაბით 22:30 საათიდან შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება

კომენტარები