ელექტროენერგიის გათიშვა

კალაძე: ასეთი გახარებული ნაციონალები მე არ მინახავს უკვე 2 წელია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს სამინისტროში ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო ”ასეთი გახარებული ნაციონალები მე არ მინახავს უკვე 2 წელია”. მინისტრის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა არ ნიშნავს იმას, რომ ”ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ ლიდერს არ მოუწევს პასუხის გაცემა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე”.

”ასეთი გახარებული ნაციონალები მე არ მინახავს უკვე 2 წელია. ძალიან საინტერესო იყო მათი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო 2 საათის განმავლობაში ჩაბნელდა – ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ ამ ყველაფრით, მაგრამ არა უშავს. უფრო საინტერესო თვეები გველოდება წინ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში ელექტროენერგია 2 საათით გაითიშება, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ ლიდერს არ მოუწევს პასუხის გაცემა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები