ვითარება უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტრატეგიული სიმაღლე საურ-მოგილა აიღეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტრატეგიული სიმაღლე საურ-მოგილა აიღეს, - ამის შესახებ გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ მუჟენკომ განაცხადა.

საურ-მოგილა ლუგანსკის, დონეცკისა და როსტოვის საზღვარებთან მდებარე სტრატეგიული სიმაღლეა, რომლიდანაც პრორუსი სეპარატისტები უკრაინელ მებრძოლებსა და დასახლებულ პუნქტებს ესროდნენ.

ამასთან, უკრაინის სამხედრო ძალებმა გორლოვკა სრულ ალყაში მოაქციეს, იქაური ხელმძღვანელი იგორ ბეზლერი კი გაქცეულია.

კომენტარები