ენერგეტიკა

პრეზიდენტი მადლობას უხდის ენერგეტიკის სამინისტროს ეფექტიანი მუშაობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მადლობას უხდის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკოსებს "ეფექტიანი მუშაობისა და ელექტროსისტემაში შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის სწრაფად აღმოფხვრისათვის". პრეზიდენტი ელექტროენერგიის მასშტაბურ შეზღუდვას ეხმაურება და ასევე მადლობას უხდის სომხურ მხარეს აღმოჩენილი დახმარებისათვის.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი იმერეთის დაზიანების გამო, 27 ივლისის 22:35 საათზე, რამდენიმე საათით შეწყდა.

კომენტარები