ამერიკის შეერთებული შტატების სენატი

სენატორები: წინა ხელისუფლების დევნა საქართველოსთან ურთიერთობას გაართულებს

ვაშინგტონი - სენატორები ბენ კარდინი (დემოკრატი), ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების სხვა ლიდერების მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ.

“ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალი წარუდგინა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წინა ხელისუფლების მრავალ ლიდერს.

პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა უნაკლო არ ყოფილა, და ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის დაცვა. მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების იარაღი და ეროვნული განხეთქილების წყარო. განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ამდენი გამოწვევაა.

ჩვენ, და სხვებმა, მტკიცედ მოვუწოდეთ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს და სხვა ქართველ ლიდერებს, ფოკუსირებულიყვნენ მომავალზე და არა წარსულზე, ქვეყანას წინ გაძღოლოდნენ და არა უკან.

პრაქტიკულად წარმოუდგენელია, როგორ შეესაბამება ამ მიზანს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობის გასამართლების გადაწყვეტილება.

ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედება, სხვა მოქმედებათა მსგავსად, ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები