უკრაინის კრიზისი

NATO-ს წევრი ქვეყნებიდან რუსეთს სექტორული სანქციები პირველმა კანადამ დაუწესა

კანადა უკრაინის მხარდასაჭერად
თამარა ქურდაძე / ტაბულა

რუსეთის აგრესიული მილიტარიზმი და ექსპანსიონიზმი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამე ევროპისთვისაც საფრთხეა. კანადა უქმად არ იქნება ამ საფრთხის წინაშე, - წერს კანადის პრემიერმინისტრი სტივენ ჰარპერი საკუთარ წერილში კანადურ გამოცემაში Globe and Mail. 

კანადა რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორებზე სანქციებს დააწესებს. გარდა ამისა, უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და განვითარებისათვის $220 მილიონამდე სესხსა და სასესხო გარანტიებს გამოყოფს.

პრეზიდენტ პუტინს აქვს არჩევანი. მას შეუძლია რუსეთი დააბრუნოს მშვიდობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზაზე ან გააგრძელოს დაშინებისა და აგრესიის პოლიტიკა, თუმცა ამ შემთხვევაში, კანადა და მისი მოკავშირეები კიდევ უფრო გაამკაცრებენ დამსჯელობით ქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ და მოაქცევენ ქვეყანას იზოლაციაში მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნებისგან, - წერს ჰარპერი. 

უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან კანადამ სანქციები 150-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა. კანადა ასევე ჩართულია უკრაინული შეიარაღებული ძალების წვრთნის პროგრამაში. 

კომენტარები