ევროკავშირის სანქციები

ევროკავშირის ახალი სანქციები სბერბანკს და VTB-ბანკსაც შეეხება

0 კომენტარი
სბერბანკის ლოგო მოსკოვში ფოტო: მაქსიმ შემეტოვი / REUTERS

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, რომლებსაც კიდევ ხუთი რუსი მაღალჩინოსანი და ორი კომპანია დაექვემდებარება. ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სანქციები, კერძოდ, მსხვილ რუსულ ბანკებს - სბერბანკს და VTB-ბანკს დაეკისრება. მათ საკრედიტო რესურსებზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ.

სანქციების გაფართოების საკითხს ევროკავშირის ელჩების კომიტეტი განიხილავს. შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უკვე ამ კვირის ბოლომდე მიიღოს. ევროკავშირის უკვე მოქმედ შავ სიაში 87 ფიზიკური და 20 იურიდიული პირია, თუმცა სანქციები ორი მსხვილი ბანკის წინააღმდეგ პირველი ასეთი პრეცედენტი გახდება.

შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ამერიკის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებმა გუშინ საღამოს სატელეფონო საუბრისას მიაღწიეს. მათ მოსკოვი კიდევ ერთხელ გააფრთხილეს და მოუწოდეს, სეპარატისტებს სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები