უკრაინის კრიზისი

რუსეთმა უკრაინული ხილის, ბოსტნეულის, თევზისა და ყველის იმპორტი აკრძალა

ოდესის საკონსერვო ქარხნის აბრა
ფოტო: ნატა ლ. / Foursquare
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (РОСПОТРЕБНАДЗОР) უკრაინიდან ბოსტნეული, ხილის და თევზის კონსერვების იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ განცხადება თავად სააგენტომ გაავრცელა

განცხადებაში მოხსენიებულია რამდენიმე კონკრეტული საკონსერვო ქარხანა, რომლებიც ოდესაში, ნეჟინსა და ვინიცაში მდებარეობენ. სააგენტო განმარტავს, რომ უკრაინული პროდუქციის აკრძალვის მიზეზი პროდუქციაზე დატანილი ინდიკატორებია, რომელმაც მომხმარებელს უნდა აუწყოს, რა რაოდენობით ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები, ვიტამინი C და მიკროელემენტებს შეიცავს კონკრეტული საკვები პროდუქტი. 

28 ივლისს ასევე ძალაში შევიდა უკრაინული ყველისა და რძის პროდუქტების იმპორტის აკრძალვა. 

რუსეთის საზღვარს უკვე დიდი ხანია, ვერ კვეთს Roshen-ის პროდუქციაც. Roshen უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც შოკოლადისა და ტკბილეულის წარმოებაზეა ფოკუსირებული. 

ITAR-TASS-ის ინფორმაციით სააგენტომ უკრაინელი მწარმოებლები 23 ივლისს გააფრთხილა შესაძლო აკრძალვის დაწესების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული პროდუქცია ევრაზიული კავშირის მოთხოვნების შესაბამისი არ იქნებოდა.

კომენტარები