თორნიკე ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილმა ბელგიურ გენკთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი, თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას ბელგიურ გენკში გააგრძელებს.

ფეხბურთელი დონეცკის შახტარიდან, ბოლოს ოდესის ჩერნომორეცში იყო განათხოვრებული, ახლა კი გუნდში დარჩენა აღარ ისურვა და რამდენიმე წლის შემდეგ, უკრაინის საფეხბურთო ლიგა დატოვა.

უცნობია, რამდენი გადაუხადა გენკმა შახტარს ოქრიაშვილის ტრანსფერში, თუმცა უკვე გაცხადდა, რომ ქართველმა კონტრაქტი 3+2 სისტემით გააფორმა და ახალ გუნდში 49-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გენკში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, ლუკა ზარანდია ჩაირიცხა.

კომენტარები