აქტივისტები

შშს-სთან ფემინისტებმა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს

25 ივლისს კიდევ ერთი ქალი - 22 წლის სალომე ჯორბენაძე ქალთა მიმართ ძალადობის მორიგი მსხვერპლი გახდა, ის ყოფილმა ქმარმა მოკლა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა და ფემიციდის მორიგი ფაქტი გააპროტესტა. აქციის მონაწილეთა თქმით, "მიუხედავად არაერთი დაპირებისა, შსს-ს პოლიტიკა გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის მიმართ არ იქცვლება", - დღეს ქალის მკვლელი პოლიციელია! რაც ორმაგად აძლიერებს შსს სამინისტროს როლს დაიცვას ადამიანები ძალადობისგან, მათ შორის, ოჯახში ძალადობისგან.

აქციის მონაწილის ბაია პატარაიას თქმით, "მოკლულმა სალომე ჯორბენაძემ შეძლო შსს-სთვის ეცნობებინა, რომ ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეძლო მისი გადარჩენა". აქციის მონაწილეებმა სამინისტროს პეტიციით მიმართეს და კანონმდებლობის შემუშავება მოითხოვეს, რომელიც მსხვერპლ ქალებს ადეკვატურად დაიცავს.

კომენტარები