საქართველოს საგარეო პოლიტიკა

პეტრიაშვილმა კანადის ელჩთან უელსის სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კანადის ელჩთან (რეზიდენციით ანკარაში) ჯონ ჰოლმსთან. კანადის ელჩმა ხაზგასმით დაადასტურა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციისა და უელსის სამიტისთვის მზადების პროცესი.  

პეტრიაშვილმა და ჰოლმსმა, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ კანადა NATO-ს წევრი ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც რუსეთს სექტორული სანქციები დაუწესა.

კომენტარები