კრიზისი უკრაინაში

ჯონ კერი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრინის დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას

truthrevolt.org

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ვაშინგტონში პრესკონფერენცია გამრთეს, რომელსაც Kyiv Post-იც ესწრებოდა.

უკრაინული გამოცემის კორესპონდენტის ინფორმაციით, კერიმ თქვა, რომ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია დიდი ცვლილება შეიტანოს მიმდინარე მოვლენებში, თუ მას ამისი სურვილი ექნება. თუმცა რუსეთის ქმედებების არცერთი ნაწილი არ მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურდეთ სისხლისღვრისა და ძალადობის შეჩერება. 

კერიმ კონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დასაწესებელი ფართო სპექტრის შესაძლო სექტორული სანქციებიც დააანონსა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინას რუსეთის მიმართულებით საპასუხო გასროლა არ გაუკეთებია და ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო. 

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას, - აღნიშნა კერიმ. 

კომენტარები