ხანძარი

გლდანში საწვავის რეზერვუარი აფეთქდა

commersant.ge

გლდანში, წყალსადენის ქუჩაზე, საწვავის რეზერვუარი აფეთქდა.

რუსთავი 2-ის ცნობით, რეზერვუარის გარდა, შენობაც იწვის. თვითმხილველების ცნობით, აფეთქებები გრძელდება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილამდე მიღწევას ვერ ახერხებენ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც რუსთავი 2-ის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ჯერჯერობით, თვითმხილველებს ინფორმაცია აქვთ ერთ დაშავებულზე, რომელსაც ფეხი დაუზიანდა.

კომენტარები