უკრაინის კრიზისი

უკრაინაში სეპარატისტთა ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

facebook.com/president.gov.ua

უკრაინის ხელისუფლებასა და ტერორისტებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ქალაქ გორლოვკაში დატყვევებული 17 ადამიანი გათავისუფლდა. უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებულთა შორისაა საქართველოს მოქალაქე, ევრომაიდნის აქტივისტი ვასილ ბუდიკი. იგი ორი თვის წინ გორლოვკაში გაიტაცეს და მას შემდეგ იგორ ბეზლერის ტერორისტული დაჯგუფების ტყვეობაში იმყოფებოდა.

გათავისუფლებულ მძევლებს უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს მძევალთა გასათავისუფლებლად. მისი ინფორმაციით, 29 ივლისის მდგომარეობით, ტერორისტთა ხელში სამხედრო ტყვეებისა და მძევალთა რაოდენობა 168-ს შეადგენდა.

კომენტარები