პატრულის ინციდენტი

ბათუმში პოლიციის მანქანა მიცუბიშის მარკის ავტომობილს შეეჯახა

metro.us

ბათუმში პოლიციის მანქანა მიცუბიშის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც ქალბატონი მართავდა.

ავტომობილის მფლობელის განცხადებით, პოლიციის მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და მას შეეჯახა. მისი თქმით, პოლიციელმა სასწრაფოდ დატოვა შემთხვევის ადგილი და მის ნაცვლად მისი კოლეგა მოვიდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ინციდენტის დროს პოლიციის თანამშრომელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შს სამინისტროს პრესცენტრი პოლიციელის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნას არ ადასტურებს. მათი განმარტებით, ინციდენტზე მოკვლევა 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევის შედეგად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების შემთხვევაში ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები