რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს

მწვანილი

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

რია ნოვოსტის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას გულისხმობს.

რია ნოვოსტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

კომენტარები