დაკითხვაზე დაბარება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის ძმა პროკურატურაში დაიბარეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გია თევდორაძის ძმა პროკურატურაში დაიბარეს. გია თევდორაძის განცხადებით, მისი ძმის დაკითხვაზე დაბარების მიზეზად პროკურორმა ლადო ხურციძემ ის ფაქტი დაასახელა, რომ 2012 წლის დეკემბერში თევდორაძის ძმამ საკუთარ ავტომანქანში საწვავი ქუთაისის მერიის კუთვნილი ტალონით ჩაასხა.

"თავიდან ხუმრობა გვეგონა. ჩემმა ძმამ ის მანქანა 2013 წლის მარტში გაყიდა. უთხრეს, რომ მერიის კუთვნილი საწვავის ტალონით უკანონოდ ისარგებლა. თემა საკმაოდ სასაცილოა და მას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავ", - ამბობს თევდორაძე.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ძმა პროკურატურაში დღეს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

კომენტარები