აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2013

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუსლიმთა დისკრიმინაციის ფაქტებზე საუბრობს

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2013 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში წინა წლის რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა ვრცლად არის მიმოხილული. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მუსლიმთა დისკრიმინაციის ფაქტებს წვრილად შეეხო. 

”მუსლიმური თემი დავობდა იმის შესახებ, რომ მთავრობას კვლავ საკუთრებაში აქვს მეჩეთები, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით. სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანომ სოფელ ჭელაში პოლიციის მეშვეობით მეჩეთიდან მოხსნა მინარეთი - კონსტრუქცია, რომელიც, სამინისტროს თქმით, იმპორტის წესების დარღვევით აშენდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ძირითადად წარმოშობით აჭარელმა მუსლიმებმა, პოლიციის ქმედება აღიქვეს, როგორც თავდასხმა მეჩეთზე და ამას ძალადობრივი პროტესტით უპასუხეს. ფინანსთა სამინისტრომ თქვა, რომ მინარეთისთვის გამოყენებული მასალა თურქეთიდან საბაჟო რეგულაციების დარღვევით იყო შემოტანილი. სამინისტროსვე ცნობით, მინარეთის მოჭრა საჭირო გახდა მასალის შესამოწმებლად, მას შემდეგ, რაც მეჩეთის ხელმძღვანელი არ გამოეხმაურა მთავრობის წერილს, რომელიც ამ დარღვევების შესახებ ატყობინებდა. პოლიციამ პროტესტის ცხრა მონაწილე დააკავა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ხელისუფლებას მინარეთის მოხსნისას. ცხრა დაკავებულიდან, ექვსი 400 ლარით დააჯარიმდა, სამი მათგანს კი წლის ბოლოსთვის კვლავ ბრალი ჰქონდათ წაყენებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის”, - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მოგვიანებით თქვა, რომ ის მეჩეთში დააბრუნებდა მინარეთს, ეს უკანასკნელი მინდორში ინახებოდა და დაფარული იყო ბრეზენტით. მას შემდეგ, რაც საქმეში მართლმადიდებელი ეკლესია ჩაერთო,

”მთავრობასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის განხილვების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის ორი წამყვანი სასულიერო პირი ახალციხეში გაემართა, რათა შეხვედროდნენ და დაშლისკენ მოეწოდებინათ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის, რომლებიც მინარეთის ხელახლა დადგმას აპროტესტებენ. როგორც მათ თქვეს, მინარეთი „ხელახლა არ აღიმართებოდა“, სასულიერო პირებმა შეაქეს ჯგუფი, რომელიც გზას კეტავდა და ასე ცდილობდა, ჭელაში მინარეთის დაბრუნებისთვის ხელი შეეშალა. 28 ნოემბერს, მინარეთის მოჭრიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, მუსლიმური თემის წევრებმა ხელახლა აღმართეს მინარეთი მას შემდეგ, რაც შენების ნებართვა მიიღეს, რომელიც წინა დღეს დაადასტურა ადგილობრივმა სოფლის საბჭომ. მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა ეს მშვიდობიანად გააპროტესტა. მაისში სამთაწყაროში, კახეთის რეგიონში, მრთლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა ხელი შეუშალა მუსლიმ მოსახლეობას, ჩაეტარებინათ პარასკევის ლოცვები ახალ სამლოცველო სახლში. მრევლი, გავრცელებული ინფორმაციით, დაემუქრა ადგილობრივი იმამს სახლის დაწვითა და სოფლიდან გაძევებით. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენელთა ცნობით, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა არ ამართლებდა ახალ სამლოცველო სახლს (მის არსებობას). მიუხედავად მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გზავნილებისა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი, რომ პატივი ეცათ მუსლიმი მოსახლეობის რწმენის თავისუფლებისთვის, ადგილობრივი მულისმების ცნობით, ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ ლოცვისას. 

როდესაც მთავარმა პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, სახალხო დამცველმა გააკრიტიკა ხელისუფლება, რომ მან ვერ შეძლო, დაეყენებინა პასუხისმგებლობის საკითხი, რაც დაუჯელობის სინდრომს შექმნიდა და წაახალისებდა მსგავს უკანონობას. სამთაწყაროს ინციდენტის გამოძიება ისე გაგრძელდა, რომ წლის ბოლოსთვის ბრალი არავის ჰქონდა წაყენებული. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომდგენელმა საქართველოში თომას ჰამარბერგმა თავის ადამიანის უფლებათა ანგარიშში აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების რეაქცია რელიგიის თავისუფლების ხელყოფისას ჭელაში და სხვაგან „არაადეკვატური/შეუსაბამო“ იყო. ანგარიშში ასევე ეწერა, რომ აგრესორსა და ხელისუფლებას შორის თანამონაწილეობის განცდას შესაძლოა ხელი შეეწყო მსგავსი ინციდენტების გამეორებისა და განვრცობისთვის სხვა სოფლებში”, - ნათქვამია ანგარიშში. 

კომენტარები