რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი რუსეთის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო შეჩერებაზე: ტრაგედია არაა

„მიმაჩნია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს დიდი ტრაგედია არ არის, საუბარი გვექნება და ამის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის შესახებ საუბრისას, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერებას გულისხმობს.

„გუშინ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ვესაუბრე და რუსეთის მხარესთან ვისაუბრებთ“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები