ვიქტორ იანუკოვიჩი

იანუკოვიჩი კანონის უზენაესობის შესახებ

0 კომენტარი
ვიქტორ იანუკოვიჩი

2010-2014 წლებში უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებების რამდენიმე მაგალითი კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულების შესახებ. 2013 წელს ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებაზე ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლების შესახებ, რომლის დაპატიმრებასაც დასავლეთის ქვეყნები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ. 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩის ხელისუფლებამ მაიდანზე შეკრებილ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცეცხლსასროლო იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

"ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა უბრალოდ მივცეთ ტიმოშენკოს ციხიდან გამოსვლის უფლება. ჩემი რეაქცია ამაზე შემდეგია: მე არ შემიძლია ვიმოქმედო კანონის ფარგლებს გარეთ... პრეზიდენტს არ აქვს ასეთი ინსტრუმენტები. მე იძულებული ვიქნები ყველაფერი კანონის შესაბამისად გავაკეთო".

"Самое простое решение - просто позволить Тимошенко выйти из тюрьмы Моя реакция на это следующая: я не могу действовать за рамками закона... Президент не имеет таких инструментов. Мне придется сделать все по закону"

15 ივნისი, 2012
„ტიმოშენკოს გათავისუფლება შეუძლებელია იმიტომ, რომ ეს შესაბამისობაში უნდა იყოს უკრაინის კანონმდებლობასთან, ჩვენ კი როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, უნდა ვიცავდეთ კანონის ნორმებს''.
"Отпустить невозможно, потому что это должно соответствовать украинскому законодательству, а мы как демократическое государство должны придерживаться норм закона"

21 ნოემბერი, 2013
„ბრძოლა ჩვენ არაფერს მოგვიტანს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალი უნდა გვაერთიანებდეს... დღეს ჩვენ ერთობლივად უნდა ვიცავდეთ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, ვმუშაობდეთ ადამიანების საკეთილდღეოდ. თუ ჩვენ ევროპული სტანდარტები გვინდა, ყველაფერს კანონის ფარგლებში უნდა ვაკეთებდეთ, ეს დემოკრატიის პრინციპებია".
«Биться – ничего нам не даст. Нас должно объединять будущее нашей страны, наших людей... сегодня нам нужно совместно защищать наши национальные интересы, работать на людей. Если мы хотим европейским стандартов, мы должны все делать в рамках закона, это – принципы демократии»

2 დეკემბერი, 2013
"[მაიდანის აქტივისტების] ქმედებები, ამ პროცესის შესაჩერებლად, ხელისუფლებას შესაბამისი ქმედებების განხორციელებას აიძულებენ. სამართალდამცავი ორგანოები საკუთარი უფლებამოსილებების. კანონის ფარგლებში მუშაობენ".
„ Все эти действия вынуждают власть действовать соответствующим образом, чтобы остановить этот процесс. Правоохранительные органы работают в рамках своих полномочий, в рамках законов".

24 იანვარი, 2014

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები