გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შენიშვნები

გაერო: საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურობა საეჭვოა

0 კომენტარი

საქართველოში დისკრიმინაციის შესამცირებლად სანქციები სუსტი და არასაკმარისია - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის (Ohchr) საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებულ ძირითად შენიშვნებშია საუბარი.  

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს მიერ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებულ კანონს მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონის ეფექტურობა საეჭვოა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი ორგანი, რომელსაც ექნება მანდატი მიიღოს გადაწყვეტილებები დამნაშავეებსა და მათი დასჯის მექანიზმზე. ასევე დისკრიმინაციასთან ბრძოლაში სანქციები სუსტი და არასაკმარისია. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი უკმაყოფილია იმით, რომ ომბუდსმენის აპარატს არ აქვს საკმარისი რესურსი, რათა თავისი საქმე გააკეთოს.  

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს მმართველ პარტიას, რომ გააუმჯობესოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რათა დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვა პრაქტიკაშიც განახორციელოს. ეს გულისხმობს იმას, რომ მთავრობამ უნდა განაგრძოს სახალხო დამცველის ოფისის მზარდი ფინანსური და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა. უფლება მისცეს სახალხო დამცველის აპარატს, გამოაქვეყნოს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე დასკვნები და მოითხოვოს საქმის აღძვრა, რომელიც კავშირში იქნება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხორციელებასთან, ან/და ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი მონიტორინგული ორგანო და მას მიანიჭოს ამგვარი უფლებები. უნდა უზრუნველყოს კანონის დამრღვევებისთვის სათანადო სანქციების დაწესება და დისკრიმინაციის მსხვერპლთა ეფექტური რეაბილიტაცია. მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე და მისი დარღვევის კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები