ჩიხურას სასჯელი

გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილების გამო ჩიხურას სასჯელი დაეკისრა

ჩიხურა-ბურსასფორის მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო, ქართულ კლუბს სანქციები დაეკისრა, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გულშემატკივრების მხრიდან მოედანზე საგნების სროლისა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილების გამო, UEFA-სგან ჩიხურას 15 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება თავად ე.წ. ულტრასებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათთვის განკუთვნილი ტრიბუნები დაიხურება და იქ სპეციალური ბანერი განთავსდება, წარწერით "არა რასიზმს!".

შეგახსენებთ, რომ ქართველი გულშემატკივრების მიერ ტრიბუნაზე გადმოფენილმა რუკამ კონფლიქტი გამოიწვია გუშინ, ნეფთჩი-ჩიხურას მატჩისას.  კონკრეტულად რა სანქციები დაეკისრება საჩხერულ კლუბს აღნიშნული ინციდენტის გამო, მალე გახდება ცნობილი.

კომენტარები