ღაზის სექტორი

ჰამასმა და ისრაელმა ცეცხლის სამი დღით შეწყვეტა გამოაცხადეს

ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს
JACK GUEZ / AFP

ღაზის სექტორში ისრაელის არმიასა და ჰამასის დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის სამდღიანი შეთანხმება ამოქმედდა. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში ცალკეულ ინციდენტებს მაინც ჰქონდა ადგილი. კაიროში დღეს, ეგვიპტის შუამავლობით, პალესტინისა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გაიმართება.

ისრაელის შეიარაღებული ძალები საკუთარ პოზიციებზე რჩებიან. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ისინი ჰამასის წევრების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე ფარულად გათხრილი გვირაბების განადგურებას განაგრძობენ.

ბიბისის ცნობთ, გასულ ღამეს ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად, 14 პალესტინელი დაიღუპა. სულ სამ-ნახევარი კვირის განმავლობაში, ოპერაციას 1400-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელის მხრიდან ორი მშვიდობიანი მოქალაქე და 56 ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ღაზის მხრიდან სარაკეტო იერიშების საპასუხოდ დაიწყო. 

კომენტარები