ხანძარი მცხეთაში

მცხეთის რაიონში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავი 2

მცხეთის რაიონში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. შიო მღვიმის გზაზე ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზეა მოდებული. 

მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით წიკლაურის განცხადებით, რთული რელიეფის გამო უჭირთ ცეცხლის ძირითად კერამდე მისვლა. მისი თქმით, ხანძრის კერების ჩაქრობა მხოლოდ ავიაციის საშუალებით არის შესაძლებელი. თუმცა, ავიაცია ადგილზე ჯერ არ გამოჩენილა.

ადგილზე მცხეთისა და თბილისის სახანძრო სამსახურებია მობილიზებული.

ხანძრის გაჩენის მიზეზად ცეცხლთან დაუდევარი მოპყრობა სახელდება.

კომენტარები