მიხეილ სააკაშვილის საქმე

ადვოკატი ოთარ კახიძე: მოსამართლეებიც პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არიან

ოთარ კახიძე
facebook

„ბრალის გამოტანის დროს საქმეში მტკიცებულებები საერთოდ არ იყო და ამ საქმის „შეკერვა“ შემდგომ დაიწყეს. ეს თვალნათელია“, - თქვა ადვოკატმა ოთარ კახიძემ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ.

ოთარ კახიძის შეფასებით, პროკურატურა, როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენება და ამას, ძირითად შემთხვევებში, სასამართლო ხელისუფლებაც მხარს უჭერს. კახიძის აზრით, მოსამართლეებიც პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არიან.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებს ყველა ინსტანციაში დავიცავთ“, - დასძენს კახიძე.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

კომენტარები