მიხეილ სააკაშვილის საქმე

პროკურორი: სააკაშვილმა რუსთაველზე შეიარაღებული შენაერთები უკანონოდ გამოიყვანა

„ბრალდების მხარემ უამრავი ვიდეოსიუჟეტი წარადგინა (საქმე ეხება 2007 წლის 7 და 8 ნოემბრის განცხადებებს), სადაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად თვითონვე ადასტურებდა იმ ბრალდებას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ“, - ამბობს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი.

ნადარეიშვილის თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით საქართველოს კონსტიტუციის სრული იგნორირებით და მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დარღვევით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული შენაერთები გამოიყვანეს და რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაამწესეს, ეს ბრალდების მხარემ, როგორც ვიდეოსიუჟეტებით, ისე პირდაპირი ჩვენებებით, მტკიცებულებებით უდავოდ დაადასტურა, ასევე დადასტურებულია მაშინდელი სახალხო დამცველის მოხსენებით. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

კომენტარები