მთიანი ყარაბაღი

აზერბაიჯანის ვიცეპრემიერი: აზერბაიჯანელი ხალხის მოთმინება იწურება

აზერბაიჯანს სურს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს, - ამის შესახებ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მომხდარი შეტაკებების კომენტირებისას აზერბაიჯანის ვიცეპრემიერმა, მმართველი პარტია იენი აზერბაიჯანის თავმჯდომარის მოადგილე ალი აჰმედოვმა განაცხადა.

„მაგრამ, აზერბაიჯანელ ხალხს, ალბათ, მოთმინება ამოეწურება და უმაღლესი მთავარსარდლის ილჰამ ალიევის ბრძანებით, მთელი ხალხი დადგება საკუთარი მიწის დასაცავად", - განაცხადა აჰმედოვმა.

ვიცეპრემიერის თქმით, სომხეთს აზერბაიჯანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად არც სამხედრო და არც ეკონომიკური რესურსი გააჩნია.

გასულ ღამეს გამყოფ ხაზზე მომხდარი შეტაკების შედეგად რვა აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ეს ყველაზე სისხლიანი ინციდენტი გახდა გამყოფ ხაზზე ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს. 

კომენტარები