მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: პატარკაციშვილს მოსკოვთან აშკარა კავშირი ჰქონდა

ბადრი პატარკაციშვილი 2007 წლის მოვლენებამდე რუსული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს ხვდებოდა - ამის შესახებ  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებული აქცენტებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილს რუსეთში არ უშვებდნენ, მაგრამ რუსეთს ის არ ჰყავდა საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული და შეეძლო თავისუფლად გადაადგილება სხვა ქვეყნებში. სააკაშვილის თქმით, პატარკაციშვილს თბილისში ასევე მუდმივად სტუმრობდნენ რუსი მოხელეები, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ივანოვი და მას „ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან".  

„2007-ში ორი რაღაც მოხდა - დსთ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა შემატყობინა, რომ მის ქვეყანაში პატარკაციშვილი რამდენიმეჯერ შეხვდა ФСБ-ს ორ გენერალს. ჩავიდა როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. იმ ქვეყნის სპეცსამსახურები დაინტერესდნენ და როდესაც ჰკითხეს, ამას რატომ აკეთებს, მან უთხრა, რომ პუტინი როცა შეხვდება, ეტყვის. მას შემდეგ, რაც პუტინი მართლაც შეხვდა ამ ლიდერს, უთხრა, რომ ჩამოვიდნენ მისი ბიჭები და მასთან (პატარკაციშვილთან) იმუშავებდნენ და შემდეგ შეხვედრაზე უთხრა, რომ მალე პატარკაციშვილი იქნება საქართველოს ლიდერი და დაამხობს სააკაშვილს“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. 

გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, „გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მოგვცა ინფორმაცია, რომ უსოიანი და კიდევ რამდენიმე კანონიერი ქურდი შეხვდა იმ ხალხს, ვისზეც ჩვენ ვიცოდით, რომ პატარკაციშვილის წარმომადგენლები იყვნენ“.

„და მესამე ფაქტი - ორი თვით ადრე 2007 წლის მოვლენებამდე პატარკაციშვილს ძალიან მაღალ ფასად - 350 მილიონ დოლარად გააყიდინეს გაზეთი კომერსანტი და აყიდინეს ალიშერ უსმანოვს, ე.ი. მისცეს ფული რაღაცის დასაფინანსებლად. ზუსტად ისე, როგორც ივანიშვილს... გააყიდინეს ბევრად მეტ ფასში მისი რუსულ აქტივები, ვიდრეს ის ღირდა. რუსეთში აქტივებს კრემლის გარეშე ვერავინ ყიდის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

კომენტარები