ღარიბაშვილის განცხადება

პრემიერი: კომპენსაციას მიიღებს ყველა, ვის ნაკვეთსაც ჰესების გამო აითვისებენ

„გპირდებით, ყველა ოჯახი მიიღებს კომპენსაციას, ვისი ნაკვეთებიც ჰესების გამო იქნება ათვისებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბეშუმში მოსახლეობასთან შეხვედრაზე თქვა.

"მე კარგად ვიცი, რომ გაწუხებთ ჰესების მშენებლობის საკითხი, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ ყველა დეტალს შევისწავლით, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ისე, რომ არავის, არცერთ ოჯახს, არცერთ სოფელს ზიანი არ მიადგეს“, - მიმართა მოსახლეობას ღარიბაშვილმა. 

კომენტარები