ეკონომიკური სანქციები

ევროპულმა სანქციებმა რუსული ავიაკომპანია გააკოტრა

РИА НОВОСТИ

რუსული ავიაკომპანია Добролет, რომელმაც მუშაობა ივნისში დაიწყო, 4 აგვისტოდან ფრენებსა და ბილეთების გაყიდვას აჩერებს. გამოცემა კომერსანტის ცნობით, პირველი რუსული ლოუქოსტერის საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი ევროკავშირის მიერ მისთვის დაწესებული სანქციები გახდა. იმის გამო, რომ ავიაკომპანია ევროკავშირის შავ სიაში აღმოჩნდა, ევროპელმა პარტნიორებმა მას თვითმფრინავების ლიზინგის კონტრაქტი შეუწყვიტეს.

Добролет-ს სანქციები ოკუპირებულ ყირიმში რეისების შესრულებისთვის დაუწესდა.

 

კომენტარები